სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გერმანელი იურისტისა და მეცნიერის, ულრიკე შულცის, საჯარო ლექცია: სექსიზმი კანონმდებლობაში - გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე

ღონისძიებები

4 მარტს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, აღმოსავლეთ-დასავლეთმართვის ინსტიტუტის პროგრამასთან - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) - თანამშრომლობით, გიწვევთ ჰაგენის (გერმანია) დისტანციური სწავლების უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერის, ულრიკეშულცის, საჯარო ლექციაზე: სექსიზმი კანონმდებლობაში - გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე.

ულრიკე შულცის შესახებ

პროფესიით იურისტი ულრიკე შულცი უფროსი მეცნიერის პოზიციაზე მუშაობს ჰაგენის (გერმანია) დისტანციური სწავლების უნივერსიტეტში. ამავდროულად, იკვლევს გენდერსა და კარიერას გერმანიის იურიდიულაკადემიაში. მისი სამუშაო სფეროებია: გენდერი და კანონმდებლობა, იურიდიული პროფესიების სოციოლოგია, დიდაქტიკა და პროფესიონალური კომუნიკაცია. სხვადასხვა დროს ის მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისოსოციო-იურიდიულ პროექტში, სადაც უძღვებოდა, მაგალითად, დიდ ემპირიულ კვლევას ქალების კარიერის შესახებ სასამართლო სისტემაში. ულრიკე შულცი ხელმძღვანელობდა იურიდიული პროფესიების შედარებითიკვლევის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფს, ხოლო 2006 წლიდან არის Oñati-ს (საერთაშორისო ინსტიტუტი კანონის სოციოლოგიაში) გამგეობის წევრი.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის მოდერატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, PROLoG-ის მიერ დაფინანსებული ადამიანისუფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი.

დრო: 4 მარტი, 17:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32 ).

ლექციის ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე).

დასწრება თავისუფალია (საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა).

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები