სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას.

კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოიცავს სხვადასხვა აქტივობას, რომელთა მიზანი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებების განრიგი


შეხვედრა და დისკუსია „რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური ძალადობის შესახებ?"

სამუშაო ენა: ქართული
დრო: 25 ნოემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: კლუბი “KHIDI” (ჰეიდარ ალიევის სანაპირო)
ვრცლად: https://bit.ly/3ErKW7C

ფილმის „განსაწმენდელი“ ჩვენება და დისკუსია

სამუშაო ენები: ინგლისური/ქართული
დრო: 26 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N3)
ვრცლად: https://bit.ly/3tQNqHD

სოკრატეს კლუბის დისკუსია „თვითმკვლელობამდე მიყვანა, როგორც ფემიციდის ფორმა“

სამუშაო ენა: ქართული
დრო: 30 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
ვრცლად: https://bit.ly/3tNSHQv

პანელური დისკუსია „ძალადობის მსხვერპლის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა“

სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
ვრცლად: https://bit.ly/3gs4vVe

საჯარო ლექცია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ქალები”

სამუშაო ენა: ქართული
დრო: 8 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ოთახი B201, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)
ვრცლად: https://bit.ly/3OqvLju

2022 წელი


ბანერები