![აღმოსავლეთ პარტნიორობის სამართლის სკოლების შეხვედრა თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი“](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/31241db3cd6c9a908ff76181cc396cb1_84230.png)
![კონკურსი 2024-2025 წლის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/123116c8c0fbca14e5c42aecc1292265_84211.png)
![კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია](https://iliauni.edu.ge/uploads/photo/cache/84/06c59237076fbe0bff1546990908e52b_84206.png)
გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანია 2020
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას.
კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ღონისძიებას გამართავს:
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, წარმოადგენს სხვადასხვა აქტივობას საერთო მიზნით: დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.
ღონისძიებათა განრიგი:
რუთ ბეიდერ გინსბურგის მურალის გახსნა ონლაინ
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ისტორიაში მეორე ქალი მოსამართლის, ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის სამართლებრივი ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული რუთ ბეიდერ გინსბურგის მურალი ილიაუნის A კორპუსის შიდა ეზოში გაიხსნება. მურალი შესრულებულია ცნობილი არტისტის, მუსია ქებურიას მიერ.
პანელური დისკუსია „ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-ის კონტექსტში“
პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრებთ, გაიზარდა თუ არა საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის სტატისტიკა პანდემიის გავრცელების პერიოდში, როგორია სახელმწიფოს პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის მომატებულ რისკებზე. რა საფრთხის შემცველია ქალებისა და გოგოებისთვის დაწესებული შეზღუდვები, როგორ უნდა მოიქცნენ და ვის უნდა მიმართონ ძალადობის მსხვერპლმა ან ამ ფაქტის მოწმე მოქალაქეებმა.
დრო: 27 ნოემბერი, 18:00 საათი
დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5z3e3fu
ვრცლად - https://bit.ly/2Kp5WUb
ცხელი ხაზის ამოქმედება გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე
პანელურ დისკუსიაზე ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა წარადგენს ახალ ცხელ ხაზს, რომელიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით.
დრო: 27 ნოემბერი, 18:00 საათი
დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5z3e3fu
ვრცლად - https://bit.ly/3lKROCB
ფილმის „სენსაცია“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია
ჯეი როუჩის მიერ 2019 წელს გადაღებული ფილმი გვიამბობს ნამდვილ ამბავს Fox News-ის თანამშრომელ ჭკვიან, ამბიციურ და ძლიერ ქალებზე. მათ გარისკეს, რომ წინ აღდგომოდნენ როჯერ აილსს, კაცს, რომელმაც ისინი სექსუალურად შეავიწროვა.
დრო: 30 ნოემბერი, 19:00 საათი
დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5z3e3fu
ვრცლად - https://bit.ly/3lPp23u
ფილმის „სორაიას ჩაქოლვა“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია
ფილმი მოგვითხოვს რეალური ქალის ნამდვილ ისტორიას, ქალისას, რომელიც გახდა ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლი.
დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი
დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5z3e3fu
ვრცლად - https://bit.ly/3lPmcf8
2020 წელი