სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გაზაფხულის სკოლა თემაზე: „საარჩევნო სისტემა საქართველოში“

ახალი ამბები

2016 წლის 14-15 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე აწყობენ გაზაფხულის სკოლას თემაზე: „საარჩევნო სისტემა საქართველოში“.

ლექციებს წაიკითხავენ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული მომხსენებლები: ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე, იურისტი გიორგი ბერაია, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენელი ლაშა ფარულავა და სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე.

სკოლის მიზანი:

2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და საარჩევნო თემის განხილვა გააქტიურებულია როგორც საპარლამენტო ფორმატში, ისე პროფესიულ წრეებში.

სამართლის სკოლის და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ შემოთავაზებული გასვლითი სასწავლო შეკრების მიზანია, სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის მკვლევრებთან ერთად გაიაზრონ არსებული სისტემის გამოწვევები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები:

სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 29 აპრილის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge. სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეირჩევა გასუბრების მონაწილეები. გასაუბრების თარიღის შესახებ ეცნობებათ შერჩეულ სტუდენტებს.

გაზაფხულის სკოლის  ხარჯებს (ტრანსპორტირება,  განთავსება, კვება და სასწავლო მასალა, ა.შ.) სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები