სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გაზაფხულის სკოლა სისხლის სამართლის თემაზე

2016 წლის 20-22 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე ჩატარდა გაზაფხულის სკოლა თემაზე: „ქართული სისხლის სამართლის ინტერნაციონალიზაცია“ (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი).

სისხლის სამართლის თემაზე ჩატარებულ გაზაფხულის სკოლას უძღვებოდნენ ილიაუნის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი ბაჩანა ჯიშკარიანი და მოწვეული ტრენერი, მარიო შიუტცე (იენა, გერმანია). მასში მონაწილეობდა კონკურსის საფუძველზე შერჩეული ილიაუნის სამართლის სკოლის 15 სტუდენტი.

ბანერები