სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გაზაფხულის სკოლა „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“

ახალი ამბები

2024 წლის 1-3 მარტს თელავში მოეწყო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი გაზაფხულის სკოლა „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“.

ლექცია/ტრენინგებს უძღვებოდნენ სკოლის ხელმძღვანელი, პროფ., დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი LL.M. (Munich) და მოწვეული ლექტორები: მარიო შიუტცე, გერმანულ-ქართული სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი და ნინო ცაციაშვილი (გენერალური პროკურატურა).

პროექტში მონაწილეობდნენ კონკურსის გზით (სამოტივაციო წერილი, აკადემიური მოსწრება, CV) შერჩეული საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები. გამარჯვებულთა შორის არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები: ბაჩო ძანძავა, ნინო ხაჩიძე, ანნა გოგალაძე, ანა-მარია ლობჯანიძე.  

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები (საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ).

სკოლის მონაწილეებმა განხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: სახელმწიფოს მხრიდან პირად თავისუფლებაში ჩარევის ფარგლები; ევროპული სამართლის გავლენა ქართულ სისხლის სამართალზე, სისხლის სამართალი vs ძირითადი უფლებები, გამოწვევები ქართულ სისხლის სამართლის პროცესში; ადევნება, როგორც დანაშაული, სქესობრივი დანაშაული-გამოწვევები პრაქტიკასა და გერმანულ სისხლის სამართალში; ცხოველების დაცვა გერმანულ სისხლის სამართალში, სამართლებრივი დაცვა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, შედეგები და გამოწვევები.

 2024

 

 

ბანერები