სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

განმანათლებლობა, როგორც სამოქალაქო მოძრაობა, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში – ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექცია ყვარლის ევროკლუბში

ღონისძიებები

18 მარტს, 16:00 საათზე, ყვარლის ევროკლუბში ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „განმანათლებლობა, როგორც სამოქალაქო მოძრაობა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში“. ლექცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ინიციატივით და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

მომხსენებელი ისაუბრებს მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანმანათლებლო ინიციატივებსა და მათში საზოგადოების წევრ ქალთა განსაკუთრებული როლის შესახებ. მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ამ პერიოდში სამოქალაქო აქტივიზმის, წევრობაზე დაფუძნებული თვითორგანიზების არაერთი დღემდე უცნობი ისტორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მომხსენებელი წარმოადგენს კვლევის შედეგებს ამ საზოგადოების წევრი ქალების როლის შესახებ სასკოლო-საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო საქმიანობაში, ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებასა და მართვაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ციფრული პროექტის: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ ბაზაზე დაყრდნობით (https://society.iliauni.edu.ge/) ნაჩვენები იქნება განმანათლებელ ქალთა როლი მეცხრამეტე საუკუნის დიდ ეროვნულ პროექტში.

  • მომხსენებელი ნინო დობორჯგინიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
  • მოდერატორი ნიკა გურინი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 18 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: კახეთი, ყვარელი, ევროატლანტიკური სივრცე ყვარელში, გ. სააკაძის ქუჩა N2

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები