სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გამოვიდა კრებული „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში"

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მოამზადა და გამოსცა სტატიების პირველი კრებული მედიაციის შესახებ სახელწოდებით „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში".

წიგნში თავმოყრილია ილიაუნის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტატიები მედიაციის შესახებ. კრებულის გამოცემა მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ინსტიტუტის პოპულარიზებას.

სტატიების კრებული მომზადდა ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში.

ბანერები