
ღონისძიებები
29 აპრილი, 2025

ღონისძიებები
25 აპრილი, 2025

ახალი ამბები
3 აპრილი, 2025
გამოცხადდა კონკურსი სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე
სამართლის სკოლის 26 სექტემბრის საბჭოს სხდომის (ოქმი N8) გადაწყვეტილებით, 27 სექტემბრიდან გამოცხადდა კონკურსი სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
რეგისტრაცია დაიწყება 27 სექტემბერს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 2 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით.
კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები უნდა წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში (ოთახი E109), მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე/CV
- სამართლის სკოლის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (კანდიდატი უნდა იყოს სამართლის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი);
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
- სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ან პროფესორი;
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- საგანმანათლებლო სფეროში შესაბამისი გამოცდილება.
არჩევნები ჩატარდება 10 ოქტომბერს.
2023 წელი