სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გაცნობითი ”ტური” უზენაეს სასამართლოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მაისის თვის ბოლო კვირას მოეწყობა გაცნობითი ”ტური” უზენაეს სასამართლოში.

”ტურის” მიზანია სტუდენტები გაეცნონ უზენაესი სასამართლოს სტრუქტურას და პროცესების მიმდინარეობას.

”ტურში” მონაწილეობის მისაღებად ამა წლის 14 მაისამდე უნდა დარეგისტრირდეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში (ოთახი A401). სარეგისტრაციო საათებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 13:00- დან 18:00სთ-მდე.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ბანერები