სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გაცნობითი ტური საქართველოს პარლამენტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების 30 კაციანი ჯგუფი 31 მაისს, ქალაქ ქუთაისში საქართველოს პარლამენტს ეწვია. სტუდენტებმა  დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, დაესწრნენ სხდომას, შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის, როგორც მმართველი ასევე ოპოზიციური პარტიის წევრებს. სტუდენტებთან შეხვედრები გამართეს პარლამენტარებმა: სერგო რატიანმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, აკო მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა, შეხვედრა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, სადაც  საუბარი შეეხებოდა ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორიც არის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა,  პატიმართა ამნისტია, კონსტიტუციური  ცვლილებები და ა.შ.

სამართლის სკოლა აგრძელებს შეხვედრების ციკლს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შტოებში შემავალ ინსტიტუციებში.

ბანერები