სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „სორაიას ჩაქოლვა“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG)  თანამშრომლობით 4 დეკემბერს, 19:00 საათზე, გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გიწვევთ ფილმის „სორაიას ჩაქოლვა (The Stoning of Soraya M.) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე. 

ფილმი მოგვითხოვს რეალური ქალის ნამდვილ ისტორიას, ქალისას, რომელიც გახდა ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლი. 

„სორაიას ჩაქოლვა“ არ არის მხოლოდ ამაღელვებელი ამბავი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურობასა და ოჯახში ძალადობაზე,  ის მოწოდებაა, რომ საკუთარი უფლებების სადარაჯოზე ვიდგეთ.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. ონლაინდისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:https://tinyurl.com/y5z3e3fu

დისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/yyhl225o 

დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი

მომხსენებელი:ეკატერინე ჭითანავა,ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

მოდერატორი: ანრი აბულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

ბანერები