სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „სენსაცია“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(USAID/PROLoG)  თანამშრომლობით 30 ნოემბერს, 19:00 საათზე, გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალური კამპანიის ფარგლებში გიწვევთ ფილმის „სენსაცია“ (Bombshell) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

 დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5z3e3fu

დისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/y44psetx 

ჯეი როუჩის მიერ 2019 წელს გადაღებული ფილმი გვიამბობს ნამდვილ ამბავს Fox News-ის თანამშრომელ ჭკვიან, ამბიციურ და ძლიერ ქალებზე. მათ გარისკეს, რომ წინ აღდგომოდნენ როჯერ აილსს, კაცს, რომელმაც ისინი სექსუალურად შეავიწროვა. 

დრო: 30 ნოემბერი, 19:00 საათი

მომხსენებელი: ანა ილურიძე, გენდერის ექსპერტი

მოდერატორი: ვიკა დარსალია,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

ბანერები