სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის “რეფორმისტი” ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ ფილმის „რეფორმისტი“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

შერინი ევროპაში ერთ-ერთ პირველი ქალი იმამების მიერ მართული მეჩეთის გახსნას აპირებს. მას და მის თანამოაზრეებს სურთ, დაუპირისპირდნენ ისლამის გარშემო არსებულ შიშს, გაარღვიონ გენდერული იერარქია და ახალი ფემინისტური დღის წესრიგი შექმნან. შერინი ვერ ითმენს, მას თანასწორობა და ცვლილებები დაუყოვნებლივ სურს. ეს არის ისტორია ქალზე, რომელსაც აქვს მისია, იყოს რეფორმისტი.

მომხსენებლები:

მარია ქრისტინა ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი
რუსუდან გოცირიძე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

მოდერატორი:

ნინო ჩოჩია, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი

ღონისძიება გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yo7e2cKTu6QFqgsm7

ფილმის ბმულს მიიღებთ რეგისტრაციის შემდგომ.

დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი

2020 წელი

ბანერები