სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „პატარა ქალები” ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით 28 იანვარს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის „პატარა ქალები“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. ონლაინდისკუსიაზე დასასწრებად  გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y3dsokok

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/y23zf3n4

გრეტა გერუიგის ფილმი, რომელიც ლუიზა მეი ოლკოტის რომანის თანამედროვე ეკრანიზაციაა, ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული დის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

მე-19 საუკუნეში, როცა ქალებისთვის „ბედნიერი“ ქორწინება კულტურული აუცილებლობაა, ფილმის გმირები ახალ სამყაროს შეიცნობენ, მათ არ სურთ იცხოვრონ ისე, როგორც სხვა ქალებს. ერთ-ერთი მათგანი ოცნებობს დრამატურგის კარიერაზე, თუმცა საზოგადოებაში გაბატონებული წესები მის სურვილებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება.

ფილმი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: ქალთა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, მეგობრობა და ოჯახი, ამასთან დაგვაფიქრებს, შეიცვალა თუ არა სამყაროში ქალების მიმართ დამოკიდებულება?

მომხსენებელი:

მწერალი სალომე ბენიძე

 მოდერატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ნატა ბარათაშვილი  

2021 წელი

ბანერები