სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ნასრინი” ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ ფილმის „ნასრინი” ჩვენებასა და დისკუსიაზე.

მომხსენებელები

  • მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;
  • თამთა მიქელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

ფილმის ჩვენებას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ელენე დავითაშვილი.

დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/4xu4bdes

ფილმის შესახებ

დოკუმენტური ფილმი ირანელი უფლებადამცველის, ნასრინ სოტოდეჰის პორტრეტს ფარულად გადაღებული კადრებით აღწერს. მას Შვიდი ბრალდების საფუძველზე 38 წლით თავისუფლების აღკვეთა და 148 გამათრახება მიუსაჯეს. ბრალდებები მოიცავდა სიკვდილით დასჯის კანონის საწინააღმდეგო ჯგუფში გაწევრიანებას, უცხოური მედიისათვის ინტერვიუების მიცემას, მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობას, გაეროს ოფისთან სიტყვით გამოსვლასა და ჰიჯაბის გარეშე საზოგადოებაში გამოჩენას. 2020 წელს ეს სასჯელი 27 წლამდე შემცირდა. ის ფაქტი, რომ სოტოდეჰი ამჟამად ციხეშია ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ამ დოკუმენტურ ფილმს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. Ნასრინ სოტოდეჰი არის ქალი, რომლის ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის შთამბეჭდავია. 2021 წელს, ჟურნალ „თაიმსის“ მიხედვით, ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში დასახელდა.

დრო: 7 დეკემბერი, 19:00 საათი

ფიზიკურ სივრცეში ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წინასწარ წარმოდგენილი ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

დასწრება: წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

2021 წელი

ბანერები