სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ჰარიეტი“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით აფროამერიკელთა ისტორიის თვის ფარგლებში 26 თებერვალს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის „ჰარიეტი“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. ონლაინდისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y6zq8ld8

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/y6pf6noy

ფილმი გვიამბობს ჰარიეტ ტაბმენის, მოწინავე აბოლიციონისტისა და პოლიტიკური აქტივისტის, ცხოვრების შესახებ.

ჰარიეტი, იგივე არამინტა როსი, მონობაში დაიბადა. იგი ადრეული ასაკიდანვე იბრძოდა მონათმფლობელობის წინააღმდეგ, ხოლო მოგვიანებით თავისი  სიმამაცით, გამჭრიახობითა და სიმტკიცით ასობით მონა გაათავისუფლა. ტაბმენმა, რომელიც ცნობილია, როგორც „საკუთარი ხალხის მოსე“, თავი დააღწია მონობას და სხვებსაც დაეხმარა თავისუფლების მოპოვებაში. იგი ითვლება პირველ აფროამერიკელ ქალად, რომელიც სამხედრო სამსახურში მსახურობდა.

ეს არის ისტორია ქალისა, , რომელმაც  გამბედაობით დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში ყველაზე მებრძოლ და ძლიერ ქალთა გვერდით.

მომხსენებელი:

მარიამ ხატიაშვილი,  ამერიკისმცოდნეობის დოქტორი

 მოდერატორი:

მარიამ პირველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  სტუდენტი

 

 

ბანერები