სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ღირსების მარში“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით 28 ივნისს, 17:00 საათზე, გიწვევთ ფილმის „ღირსების მარში“ (March for Dignity) დისტანციურ ჩვენებასა და დისკუსიაზე.

ჩვენება და დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3vJ3WYZ

დისკუსიამდე გაიმართება ფილმის ჩვენება.

დოკუმენტური ფილმი „ღირსების მარში“ მოგვითხრობს ლგბტ ადამიანების უფლებების აღიარებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, ასევე ქვიარ აქტივისტებზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ღირსების პირველი მარშის ჩატარებას.

მომხსენებელთან ერთად ვისაუბრებთ დოკუმენტურ ფილმში წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებზე, საქართველოში ლგბტ თემის მდგომარეობაზე და ვეცდებით, ვუპასუხოთ შეკითხვას: რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მათი უფლებების დასაცავად?

მომხსენებელი გიორგი თაბაგარი, „თბილისი პრაიდის“ დირექტორი

მოდერატორი ალეკო აფრემაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

2021 წელი

ბანერები