სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ერთი პატარძალი, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენება და დისკუსია

დისკუსიები

29 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ორგანიზებული ფილმის „ერთი პატარძალი, შვიდი ძროხა ან ერთი ყუთი ჰეროინი“ ჩვენებასა და დისკუსიაზე.

ფილმი ეხება სუდანში, ვიეტნამსა და ავღანეთში გოგოების იძულებით ქორწინებას. ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის ჩვენებას გამართავს The Why Foundation-თან თანამშრომლობით.

მომხსენებელი

თამუნა გაბოძე, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი

მოდერატორი

თამარ ჩხიკვაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის 1-ელი კურსის სტუდენტი

სამუშაო ენა: ქართული

თარიღი: 29 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

2024

ბანერები