სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „ჩვეულებრივი გული“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით 18 მაისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის „ჩვეულებრივი გული“ (The Normal Heart) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. მასზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/3akkevp2

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/ynhuv8jc

19 მაისს მსოფლიოს 115 ქვეყანაში აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე. რაიან მერფის ფილმი, რომელიც ლერი კრამერის ბიოგრაფიული პიესის ეკრანიზაციაა, მოგვითხრობს1981 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული შიდსის ეპიდემიის შესახებ. ნედ ვიკსი, მწერალი და ღიად გეი აქტივისტი, შიდსის მსხვერპლთა დასახმარებლად და დაავადების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ჯგუფს აფუძნებს.

მოწვეულ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ფილმში წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებზე, დაავადებასთან ბრძოლის ამერიკულ გამოცდილებაზე, ასევე საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ვეცდებით, ვუპასუხოთ კითხვას: რამდენად არის დაცული ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის სფეროში?

მომხსენებელი:

დავით კახაბერი, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი

მოდერატორი:

ანა აფციაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა კლინიკის უმცროსი იურისტი

2021 წელი

ბანერები