სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის ჩვენება „შიმშილი ჭეშმარიტებისთვის: რეა კლიმანის ისტორია“

დისკუსიები

31 მაისს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ დოკუმენტური ფილმის „შიმშილი ჭეშმარიტებისთვის: რეა კლიმანის ისტორია“ (Hunger for Truth: The Rhea Clyman Story) ჩვენებასა და დისკუსიაზე.

ფილმის ჩვენება და დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

დისკუსიამდე იხილეთ ფილმი: https://tinyurl.com/4atps8sr

ღონისძიებაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებს გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/4he3n4ne

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ახალგაზრდა კანადელი რეპორტიორის, რეა კლიმანის შესახებ მოგვითხრობს. ტორონტოში, ღარიბ ოჯახში, გაზრდილმა კლიმანმა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ფეხი დაკარგა და 11 წლისამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა.

დოკუმენტური ფილმი ასახავს კლიმანის მოგზაურობას 1930-იან წლებში აღმოსავლეთ უკრაინაში, მან სიცოცხლის რისკის ფასად გაუძლო შიმშილს, გამოწვეულს სტალინის პოლიტიკით. კლიმანი ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე რეპორტიორთაგან, ვინც გულწრფელად აღწერა ის ფარული სისასტიკე, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი შიმშილობდა. Რეა კლიმანის ამბავი დიქტატურის მხილების მნიშვნელოვანი ისტორიული გაკვეთილია.

შეხვედრაზე ფილმში აღწერილი ამბის მაგალითზე მიმოვიხილავთ უკრაინის ორი განსხვავებული ეპოქის საერთო პრობლემას – ომს იმ რეგიონებში, რომლებშიც მე-20 საუკუნეში სტალინი აწარმოებდა, ხოლო დღეს პრეზიდენტი პუტინი აწარმოებს.

მომხსენებელი

დავით დარჩიაშვილი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების კვლევები

მოდერატორი

ია იაძე, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სამუშაო ენა: ქართული

თარიღი: 31 მაისი, 19:00 საათი

2022 წელი

ბანერები