სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის ჩვენება და დისკუსია „12 გაკვეთილი”

დისკუსიები

6 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითა და MAC Georgia-სთან თანამშრომლობით უჩვენებს ფილმს „12 გაკვეთილი”  და გამართავს დისკუსიას.

გიორგი მრევლიშვილის ფილმი მოგვითხრობს გურიაში მცხოვრებ ვალერი კოტრიკაძეზე, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ინტეგრაციას საზოგადოებაში. დიდი გამოწვევებისა და ადგილობრივი რესურსების უქონლობის პირობებში ვალერი ცდილობს ვაკოს ასწავლოს ის გაკვეთილები რომლებიც ცხოვრებისეული სირთულეების დამოუკიდებლად დაძლევაში დაეხმარება.

დისკუსიაზე რეჟისორსა და MAC Georgia-ის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებთ ფილმის შექმნის ისტორიაზე, დედაქალაქიდან ასობით კილომეტრის მოშორებით არსებულ რეალობასა და იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც დგანან აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები სხვადასხვა ასაკში.

მომხსენებლები:

  • გიორგი მრევლიშვილი, რეჟისორი
  • დიანა ჯანაშია, MAC Georgia-ის ოჯახისა და თემის სერვისების კოორდინატორი
  • ჯერემი გასკილი, MAC Georgia-ის აღმასრულებელი დირექტორი

მოდერატორი:

  • აიჰან ჰასანლი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/Si2p8dnUxuQWBtMa9

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 6 ივნისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები