სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის ,,ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი” კინოჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

 ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) თანამშრომლობით, 13 ნოემბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის ,,ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო პროცესი” (“The Trial of the Chicago 7”) კინოჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დისტანციური დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:  https://tinyurl.com/yy9rnclb

დისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი:https://tinyurl.com/y2m33afh

ფილმი  გვიამბობს  შვიდი აქტივისტის სასამართლო პროცესზე. მათ ბრალი 1968 წლის  დემოკრატიული ეროვნული კონგრესის დროს ვიეტნამის ომის საპროტესტო აქციებზე შეთქმულების მოწყობაში ედებათ.  

  • ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ქვეყანაში  გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. რას ნიშნავს, სარგებლობდე სიტყვისა და გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით?
  • რა როლს ასრულებს სასამართლო ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში? 
  •  რა პარალელების გავლება შეიძლება  საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევებთან, სიტყვისა და გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის მდგომარეობასთან?

მომხსენებელი:
სოფო ასათიანი - ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო 
მოდერატორი:
დავით მჟავანაძე - ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი

 

ბანერები