სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმის „120 დარტყმა წუთში“ კინოჩვენება და დისკუსია

დისკუსიები

23 ივნისს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი პრაიდის თვესთან დაკავშირებით გიწვევთ ფილმის „120 დარტყმა წუთში” ჩვენებასა და დისკუსიაზე.

ფილმის ჩვენება და დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება, მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

ღონისძიებაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებს გთხოვთ, წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/pa6p2tzu

დისკუსიამდე უყურეთ ფილმს: https://tinyurl.com/5xyeczcf

პრაიდის თვე ყოველ ივნისს აღინიშნება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების სამოქალაქო და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გასაძლიერებლად.

რობინ კამპიოს ისტორია შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებზე ლგბტ ადამიანების თავისუფლების, სიყვარულის და კოლექტიური წინააღმდეგობის ამბავია. ფილმი მოგვითხრობს 1990-იან წლებში პარიზელი აქტივისტების ჯგუფის “ACT UP”-ის შესახებ და იმ ეპოქაზე, როდესაც ადამიანები მთავრობათა მიერ ლგბტ ადამიანების უარყოფის გამო იღუპებოდნენ.

დისკუსიაზე მომხსენებლებთან ერთად ვისაუბრებთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე კინოში, როგორია დღეს აივ-ინფექციასთან ბრძოლის კამპანია და ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოსა და დასავლეთში.

მომხსენებლები:

  • მარიამ კვარაცხელია, იურისტი, თბილისი პრაიდის თანადამფუძნებელი
  • ანრი აბულაძე, იურისტი-მკვლევარი, თბილისი პრაიდი; ილიაუნის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული

მოდერატორი:

  • მეგი შამათავა, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

დრო: 23 ივნისი, 19:00 საათი

ფორმატი: ჰიბრიდული (შესაძლებელი იქნება დასწრება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ Zoom-ის საშუალებით)

რეგისტრირებული მონაწილეები, დასასწრებად საჭირო ინფორმაციას მიიღებენ ელ-ფოსტის საშუალებით.

2022 წელი

ბანერები