სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფილმ „ვერა დრეიკის“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ღონისძიებები

ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის “Vera Drake”/ „ვერა დრეიკი“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

▲ დისტანციური დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/yyfdrdr8

▲ დისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/y6baquto

▲ ფილმი გვიამბობს შუახნის ბრიტანელი ქალის, ვერა დრეიკის ისტორიას. ის ახალგაზრდა ქალებს არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაში არალეგალურად ეხმარება.

რა უბიძგებს ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ? შემოსავლის მიღების სურვილი თუ რწმენა იმისა, რომ ამით სხვა ქალებს ეხმარება?
ეს არის ცოდნისა და ხმის, საკუთარი სხეულისა და მისი მნიშვნელობის, დამოუკიდებლობისა და არჩევანის თავისუფლების მოპოვების ამბავი!

 მომხსენებელი:

ელენე ქაიხოსროშვილი, იურისტი

 მოდერატორი:

ნესტან რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის

სკოლის მეორე კურსის სტუდენტი

 

ბანერები