სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ფელიჩიტას" ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

28 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით მხატვრული ფილმის „ფელიჩიტა" ჩვენებასა და დისკუსიას გამართავს.

მომხსენებელი – თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 

მოდერატორი – მარიამ დევიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი 

Felicità/ფელიჩიტა იტალიურად ბედნიერებას ნიშნავს, თუმცა ნუცა ალექსი-მესხიშვილის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ბედნიერებაზე სულაც არ არის. 

„ფელიჩიტა“ საოცრად სევდიანი, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი, ისტორიაა, შრომით მიგრანტებად ქცეულ ქალებზე, რომლებიც ოჯახების დასახმარებლად იძულებულები არიან ქვეყანა დატოვონ.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. 

 „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 28 იანვარი, 19:00 საათი 

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) 

დასწრება თავისუფალია.

ბანერები