სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები - პროგრამა სამართლის სკოლის ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს მონაწილეობის მისაღებად იწვევს პროგრამაში - ფედერალისტების წერილების კითხვის საღამოები.

ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეის 85 სტატია, რომლებიც 1787 წლის ოქტომბრიდან 1788 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნდა, ”ფედარალისტური წერილების” სახელითაა ცნობილი და დღესაც იპყრობს მკვლევართა ყურადღებას. ფედერალისტური წერილები აშშ-ის კონსტიტუციონალიზმის საფუძვლად იქცა.

ფედერალისტური წერილების გამოქვეყნების მიზეზი რამდენიმეა: მოსახლეობა უნდა დარწმუნებულიყო კონსტიტუციის რატიფიცირების აუცილებლობაში და წინასწარ უნდა განსაზღვრულიყო კონსტიტუციის ინტერპრეტაციისათვის სააზროვნო სივრცე.

ფედერალისტური წერილებით დასაბამი დაედო კონსტიტუციის უნიკალურ ხედვას. ისინი კვლავაც რჩებიან იმ ქმედით იარაღად, რომლის მეშვეობითაც თაობები შეძლებენ გაიგონ ამერიკის შეერთებული შტატების შექმნისა და განვითარების იდეური საფუძვლები.

ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ცდილობს, სტუდენტებისთვის თვალსაჩინო გახადოს ის იდეები, რომლებიც კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებად იქცა.

მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე; დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოგვწერეთ შემდეგ ელფოსტაზე: nino.chelidze.1@iliauni.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 აპრილი

შეხვედრების განრიგი დაზუსტდება, მსურველთა რეგისტრაციის შემდეგ.

პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის სერტიფიკატები.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები