


„ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები და ეროვნული, კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ – ქართულ-გერმანული საზაფხულო სკოლა
კონკურსები
სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ცხადდება კონკურსი ქართულ-გერმანულ საზაფხულო სკოლაში „ევროპული კონსტიტუციური ღირებულებები ეროვნული, კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგი“ მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლა გაიმართება 24-29 ივლისს თბილისში და მასში მონაწილეობას გერმანელი და ქართველი პროფესორები და სტუდენტები მიიღებენ.
სკოლა გერმანიის აკადემიური სამსახურის დაფინანსებითა და პარტნიორი უნივერსიტეტების: ვურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანის, ილიას სახელმწიფო, საქართველოს ეროვნული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტების ორგანიზებით ჩატარდება.
სკოლის მიზანია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ევროპული ღირებულებების გაზიარება და მათთან სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხებზე დისკუსია;
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა, ავტორიზებულ უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს;
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.saladze@seu.edu.ge
საბუთები მიიღება 1 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით.
სამუშაო ენა: ინგლისური
2023 წელი