სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევროპის დღეები მოსწავლეებისთვის ილიაუნის სამართლის სკოლაში

დისკუსიები

6 მაისს, 17:00 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ყვარლის ევროკლუბი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართავს დისკუსიას თემაზე „ევროპის დღები მოსწავლეებისთვის ილიაუნის სამართლის სკოლაში“.

ევროპის დღე, ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, 1964 წლიდან აღინიშნება. ეს მშვიდობის, ერთიანობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების აღნიშვნის დღეა მთელ ევროპაში. ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითადი უპირატესობა განათლების დონის ამაღლება და მისი დასავლურ სტანდარტებთან დაახლოებაა.

ღონისძიებაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მომხსენებლებთან ერთად იმსჯელებენ დასავლურ იდეებზე, გამოცდილებებზე, ხელმისაწვდომ ევროპულ განათლებასა და  სტუდენტურ ცხოვრებაზე.

მომხსენებლები: 

ნიკა გურინი, მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება; ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელი

მარი დევიძე, ადამიანის უფლებათა მიმართულება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სამუშაო ენა: ქართული 

დრო: 6 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,  A კორპუსის შიდა ეზო, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია. 

2023 წელი


ბანერები