სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის კონკურსი სტაჟიორების შესარჩევად

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის შესახებ: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიაა პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეებს ეფექტურად განახორციელონ ცვლილებები სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობის კუთხით, რაც მათ დაეხმარება, როგორც საკუთარი ისე გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებაში. ოპერაციული და საგრანტო პროგრამების მეშვეობით, ფონდი ეხმარება მოქალაქეებს ჩაერთონ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა მოახდინონ ძირეული და მდგრადი დადებითი ცვლილებები ადგილობრივ, რეგიონულ და საერთო ეროვნულ დონეზე. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდამჭერები არიან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევროკომისია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, და სხვა სახელმწიფო და კერძო დონორები. ევროინტეგრაციის პროგრამის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობა და საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერა. ამ მიზნის მისაღწევად, ფონდი ახორციელებს ინტეგრაციის პროცესის მონიტორინგს, რეფორმების ადვოკატირებას და, ამ კუთხით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. პროგრამის განხორციელების გზით, ფონდი შემდეგი შედეგების მიღწევას ვარაუდობს: 1) თანამშრომლობის გაფართოება ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები, ბიზნესი, მედია და ხელისუფლება) შორის; 2) ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა; 3) ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის დაახლოება; 4) ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებსა და ევროპულ ღირებულებებზე მოსახლეობის ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლება. პროგრამა განსაკუთრებით ინტენსიურად მუშაობს სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისათვის, მათ შორის, რეფორმის პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის გააქტიურების გზით. ამ მიმართულებით, სხვა აქტივობებთან ერთად ხორციელდება მომხმარებლებისათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. კონკურსის პირობები: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ეძებს 3 სტაჟიორს, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ევროინტეგრაციის პროგრამის თანამშრომლებს მათი საქმიანობის განხორციელებაში. სტაჟირების პერიოდში შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ხელი შეუწყონ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან არსებული მომხმარებელთა უფლებების

დაცვის ცენტრის წარმატებულ საქმიანობას, კერძოდ, დაეხმარონ ცენტრის ადვოკატს შემდეგ საქმიანობაში:  იურიდიული კონსულტაციის გაწევა მომხმარებლებისათვის;  იურიდიული საბუთების მომზადება;  მეორე მხარესთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში მომხმარებლის ინტერესების წარმოდგენა;  სასამართლოებში ცენტრის კლიენტებისთვის საადვოკატო მომსახურების გაწევა;  გაწეული მომსახურების თაობაზე დადგენილი წესით სტატისტიკის წარმოება. ამავდროულად, შერჩეული კანდიდატები ჩართულნი იქნებიან ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის საქმიანობაში და ფონდის თანამშრომლების უშუალო ზედამხედველობით განახორციელებენ შემდეგ საქმიანობას:  პროგრამისათვის საინტერესო სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, სავაჭრო პოლიტიკა და კანონმდებლობა, კონკურენციის პოლიტიკა და კანონმდებლობა, კვლევების ჩატარება და მოკლე ანგარიშების მომზადება,  საჯარო ღონისძიებების მოწყობა;  პროგრამის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დაინტერესების შემთხვევაში, სტაჟიორებს საშუალება მიეცემათ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესრულება. სტაჟიორთა ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 200 ლარს (დარიცხული თანხა). კონკურსის მონაწილე უნდა იყოს საქართველოში აკრედიტებული იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტი და სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი, რომ ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით.
განაცხადების წარდგენის პროცედურები

განმცხადებლებმა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს უნდა წარუდგინონ CV და სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება კანდიდატის კვალიფიკაცია და ინტერესი პროგრამის საქმიანობის სფეროსადმი.

განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე lberdzuli@epfound.ge. გთხოვთ, ელფოსტის საგნის ველში მიუთითოთ „კონკურსი სტაჟიორებისათვის“. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2014 წლის 16 მარტი.

ბანერები