სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ესეების კონკურსი „ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში"

კონკურსები

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს. 

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თემის პოპულარიზაციას, უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების საკითხის ცნობადობის ამაღლებას, დაინტერესებული სტუდენტების გამოვლენას და საზოგადოებაში დისკუსიის წახალისებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

ნაშრომის თემატიკაა ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.

აღნიშნული თემატიკის გათვალისწინებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოამზადონ ნაშრომი ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • უსაფრთხოების სააგენტოების ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში;
  • უსაფრთხოების სააგენტოების ანგარიშვალდებულების რეფორმის საჭიროება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე;
  • უსაფრთხოების სააგენტოების საზედამხედველო სისტემები და არსებული გამოწვევები:
  • ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც შეეხება ესეების კონკურსის თემატიკას.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2024 წლის 1 თებერვლამდე უნდა გამოხატონ დაინტერესება ესეების კონკურსში მონაწილეობისათვის. ამისთვის ელექტრონულ მისამართებზე info@irc.ge, a.japaridze@irc.ge უნდა გამოგზავნონ სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ნაშრომის სავარაუდო სათაური. წერილის სათაურში (subject line) უნდა მიუთითოთ „ესეების კონკურსი“.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი.

ტექნიკური მოთხოვნები:

  • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტის სახით
  • მოცულობა – 1000-1500 სიტყვა
  • ფონტი: Sylfaen, ზომა – 12

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

ნაშრომი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკითხის აქტუალობა
  • თემატიკასთან შესაბამისობა
  • მსჯელობა და არგუმენტაცია
  • დასმული პრობლემის/საკითხის ამომწურავად დაფარვა

კონკურსის შედეგად გამოვლენილი 5 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება შემდეგი პრიზებით:

I ადგილი – სტიპენდია ჯამურად 2400 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა), რომელიც განაწილდება 12 თვეზე.

II ადგილი – 6-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრში (IRC), ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“.

III–IV ადგილები – სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოებისა და დემოკრატიის სკოლის გაზაფხულის ნაკადში მონაწილეობა

V ადგილი – 1000 ლარის ფარგლებში სასწავლო/საგანმანათლებლო კურსის (ან კონფერენციაში მონაწილეობის) დაფინანსება.


15 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) ორგანიზებით ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა – „ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორი“ – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

შეხვედრაზე სფეროს ექსპერტები ისაუბრებენ უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების საკითხისა და ევროინტეგრაციის გზაზე ამ სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ.

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია.

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერ კითხვაზე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანასტასია ჯაფარიძეს a.japaridze@irc.ge

2023

ბანერები