სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი სართაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში 2017

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ახორციელებს ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

ვადები:

შეჯიბრში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები:

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის ან სამხედრო მიმართულების სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს. ერთი უნივერსიტეტიდან შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება.

შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. გუნდს მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის დასკვნით ეტაპზე.

პროექტის მიზანი:

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას, საკონტაქტო ქსელის შექმნას.

ეტაპები:

I ეტაპი: სააპლიკაციო ფორმის შევსება
II ეტაპი:
 ლექციები შერჩეული გუნდებისთვის
III ეტაპი
: ტესტირება, საუკეთესო 6 გუნდის გამოსავლენად
IV ეტაპი
: შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი გამარჯვებული გუნდის გამოვლენა

კომენტარი: ტესტირების შედეგების შესაბამისად, შესაძლებელია ჩაინიშნოს დამატებითი ეტაპი, გასაუბრების სახით.

შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი ჩატარდება სიმულაციების ფორმით ყვარლის სასწავლო ცენტრში, 2017 წლის 2-4 ივნისს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯს (გუნდის წევრთა ტრანსპორტირება, განთავსება და კვება) დაფარავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

შეჯიბრი ჩატარდება ქართულ ენაზე.

ყველა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის, ნებისმიერი კორესპონდენცია და ზეპირი გამოსვლა ჩატარდება ქართულ ენაზე, თუმცა, აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

შედეგები, რომელსაც მიიღებენ შეჯიბრის მონაწილეები:

  • პროექტის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ თემატური ლიტერატურა.
  • გამოვლინდება გამარჯვებულები შემდეგი მიმართულებებით:

ფინალში გამარჯვებული გუნდი;

საუკეთესო მომხსენებელი.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა, სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2017 წლის 13 აპრილისა (16:00 სთ) ელელქტრონულ მისამართზე IHL@tcj.gov.ge.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 21 მარტს,17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. პრეზენტაციაზე დასწრებისთვის სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://goo.gl/7wkzJZ .

ბანერები