სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ეროვნული შეჯიბრი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში

ახალი ამბები

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში აცხადებენ ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

მონაწილეობის პირობები:

  • შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;
  • შეჯიბრის დასკვნითი ტური ჩატარდება სიმულაციების ფორმით 2016 წლის მაისში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში;
  • კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მიამრთულების ბაკალავრიატის (მე-2, მე-3, მე-4 კურსის) და მაგისტრატურის, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს;
  • გუნდის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა წინა წლებში ჩატარებული ეროვნული შეჯიბრის დასკვნით რაუნდში;
  • გუნდმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა და პასუხი გასცეს თანდართულ შეკითხვებს, რის საფუძველზეც დაკომპლექტდება ეროვნული შეჯიბრის დასკვნითი რაუნდისთვის მოსამზადებელი ლექციების აუდიტორია. ლექციების დასრულების შემდეგ, ტესტირების შედეგად, შეირჩევა დასკვნით რაუნდში მონაწილე გუნდები.

შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარდგენის (საკითხების ჩათვლით) ბოლო ვადაა: 2016 წლის 11 აპრილი, 16:00 საათი.

შეჯიბრში მონაწილეობისათვის სააპლიკაციო ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში დანართი 1.

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ეროვნული შეჯიბრის რეგულაციები იხილეთ თანდართულ ფაილში დანართი 2.

საკონტაქტო ინფორმაცია:
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში
მის.: მოსაშვილის ქ. #24, თბილისი
ტელეფონი: 2 35 55 10

საკონტაქტო პირი: მაია ქარდავა
ტელ.: 599 55 88 18 (მ. ქარდავა)
ელფოსტა: mkardava@icrc.org

საკონტაქტო პირი: მაია მამისაშვილი
ტელ.: 591 60 17 25
ელფოსტა: mmamisashvili@icrc.org

(განაცხადში ორივე ელექტრონული მისამართის მითითება სავალდებულოა).

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები