სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ექსკურსია პრეზიდენტის სასახლეში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა I და II კურსის სტუდენტებისათვის ატარებს გაცნობით ტურებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. პროექტის ფარგლებში 2013 წლის 20 ივნისს,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით  სტუდენტთა 30 კაციანი ჯგუფი დასათვალიერებლად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ.

სტუდენტებს კულტურული ღონისძიებების სამსახურის თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც უამბო მათ სასახლის  მშენებლობის ისტორია, დაათვალიერებინა შენობა, სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს სამუზეუმო ოთახი, რომელშიც განთავსებულია სხვა სახელმწიფოთა პირველი პირების მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის მიძღვნილი საჩუქრები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელებას და შეთავაზებას  სტუდენტებისთვის.

ბანერები