სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ელსას წარმომადგენლობითი ჯგუფი დაკომლექტდა

2013 წლის 3 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელსას ოფისში შედგა გასაუბრება, ილიას უნივერსიტეტის იმ სტუდენტებთან, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი გამხდარიყვნენ ასოციაციის წარმომადგენლობითი ჯგუფის წევრები ილიაუნიში. დაინტერესება იყო ძალიან დიდი, მაგრამ წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი კანდიდატებიდან შეირჩა მხოლოდ 10 საუკეთესო. მათ მიეცემათ საშუალება უშუალოდ ჩაერთონ ელსას პროექტების ორგანიზებაში (სემინარები, კონფერენციები, სამართლის სკოლები, იმიტირებული პროცესები, დებატები, საჯარო ლექციები, ტრენინგები და სხვ.) და მიიღონ გამოცდილება, როგორც საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე პროფესიული კუთხით.
გასაუბრების შედეგად, ელსას წარმომადგენლობითი ჯგუფი დაკომპლექტდა შემდეგნაირად:

1.ირაკლი კოჩაძე _ წარმომადგენლობითი ჯგუფის უფროსი;
2.მარიამ ბირთველიშვილი;
3.ქრისტინა გვენეტაძე;
4.თეა თევზაძე;
5.ნინო კოზმანიძე;
6.ნათია კოპალიანი;
7.ნათია ნოზაძე;
8.ლაშა ტყეშელაძე;
9.ქეთევან ქინქლაძე;
10.დიანა ჩუბინიშვილი;

ვულოცავთ შერჩეულ კანდიდატებს და ვუსურვებთ წარმატებებს!

ბანერები