სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ელსას ღონისძიება პოლონეთში

2014 წლის 5-13 აპრილს ელსა-თბილისსა და ელსა-კრაკოვს შორის შედგა ორმხრივი სასწავლო ვიზიტი პოლონეთში. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს  ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ”თბილისი” (ELSA TBILISI), რაც გამოიხატება ილიაუნისა და ელსას მიერ ორგანიზებულ ერთობლივ პროექტებში. სასწავლო ვიზიტის დელეგაციაში მონაწილეებს შორის იყვნენ ილიაუნის სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. სასწავლო ვიზიტი დატვირთული იყო აკადემიური და სოციალური აქტივობებით: სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - „მედიასამართალში არსებული პრაქტიკა და პრობლემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“; ეწვივნენ ინსტიტუციონალურ დაწესებულებებს, მათ შორის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, ასევე ქალაქ კრაკოვის სააპელაციო სასამართლოს და უშუალოდ გაეცნენ აღნიშნული დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას.

ბანერები