სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ელსა თბილისი აცხადებს მიღებას ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე

თქვენ გეძლებათ უნიკალური შესაძლებლობა უფრო აქტიურად ჩაერთოთ ელსას საქმიანობაში, მიიღოთ გამოცდილება როგორც საზოგადოებრივი, ისე პროფესიული კუთხით.
ტრენინგები ჩაუტარდება ყველა აპლიკანტს, ხოლო ტესტირების და გასაუბრების შედეგად მოხდება 30 საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, რომლებიც გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში იმუშავებენ ელსას შემდეგ ოფისებში:
- ელსას ოფისი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, D305; ი.ჭავჭავაძის გამზ. 32)
- ელსას ცენტრალური ოფისი (თსუ, II კორპუსი, 001; ი.ჭავჭავაძის გამზ. 3)

მორიგეობის საათები ინდივიდუალურად შეთანხმდება თითოეულ ოფის-მენეჯერთან!

მოთხოვნები:
მოტივირებულობა
პრეზენტაბელურობა
კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ–ჩვევები
ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
ანალიტიკური აზროვნების უნარი
პასუცისმგებლობის გრძნობა

მოვალეობები:
ზოგადი ინფორმაციის გაცემა ელსას შესახებ
სატელეფონო კომუნიკაცია
საწევროს მიღება და აღრიცხვა
წევრობისათვის საჭირო დოკუმენტების მიღება
სერთიფიკატების გაცემა
წიგნების გატანა-შემოტანის გაფორმება

შესარჩევი ეტაპები შედგება ოთხი ნაწილისგან:
1.აპლიკაციის შევსება
2.ტრენინგები
3.ტესტირება
4.გასაუბრება

აპლიკაციის ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1xFUikf9eTAdupLD1jBMKGqQ2NbHi6BKGQhm3vplrC4c/viewform  
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2014  წლის 27 თებერვალი!
დამატებითი ინფორმაციისთვის:
✆(+995 555) 11 47 74;
bezhashvilinino@gmail.com

ბანერები