სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ელსა თბილისი აცხადებს მიღებას ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ელსას საქმიანობაში, მიიღონ გამოცდილება როგორც საზოგადოებრივი, ისე პროფესიული
კუთხით.
 
ტრენინგები ჩაუტარდება ყველა აპლიკანტს, ხოლო ტესტირების და გასაუბრების შედეგად შეირჩევა 15 საუკეთესო.
 
შერჩეულ ოფის–მენეჯერებს მოუწევთ მორიგეობა ელსას ოფისში, რომელიც მდებარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (305–ე აუდიტორია, C კორპუსი, ი.ჭავჭავაძის გამზ.32). მორიგეობის საათები ინდივიდუალურად შეთანხმდება თითოეულ ოფის–მენეჯერთან.

მოთხოვნები:

* მოტივირებულობა;
* პრეზენტაბელურობა;
* კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ–ჩვევები;
* ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოვალეობები:

* ზოგადი ინფორმაციის გაცემა ელსას შესახებ;
* სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება;
* წევრობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება–აღრიცხვა;
* სერთიფიკატების აღრიცხვა და გადაცემა;
* არსებული ლიტერატურის აღრიცხვა და კონტროლი.

შესარჩევი ეტაპები შედგება ოთხი ნაწილისგან:

1. აპლიკაციის შევსება;
2. ტრენინგები;
3. ტესტირება;
4. გასაუბრება.

აპლიკაციის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1FZjLiOe4smfrIR-KQYWzOUnEITL9lGlBj0r6FjkSGtk/viewform

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2013 წლის 13 ნოემბერი!

დამატებითი ინფორმაციისთვის:

✆ (+995 555) 11 47 74; bezhashvilinino@gmail.com
ნინო ბეჟაშვილი, ელსა თბილისის გენერალური მდივანი

გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!

ბანერები