სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ეკა გიგაურის საჯარო ლექცია „კორუფციის გამოწვევები საქართველოში“

ღონისძიებები

12 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის საჯარო ლექცია „კორუფციის გამოწვევები საქართველოში“ 

მომხსნებელი მიმოიხილავს კორუფციის არსს, კორუფციის რა ფორმები და მასთან ბრძოლის რა ხერხები არსებობს, ასევე რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და მონაწილეობა ამ პროცესში. ლექციის დასასრულს სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან შეკითხვები. ასევე გაეცნობიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სტაჟირების პროგრამის შესახებ მეტ დეტალს. 

მომხსენებლის შესახებ

ეკა გიგაური 2010 წლის ნოემბრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობა 20-დან 40-მდე გაიზარდა, გაიხსნა 5 რეგიონული ოფისი და დაემატა სხვადასხვა მიმართულების წარმატებული პროექტი. 2015 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალურმა მოძრაობამ იგი სამ საუკეთესო დირექტორს შორის დაასახელა. 2019 წლის ნოემბერში ეკა გიგაური საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრად შეირჩა.

2010 წელს მიენიჭა ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი. ეკა გიგაური ასევე ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს. 2007 წელს გაიარა უფროსი აღმასრულებლის სასემინარო კურსი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრში, გერმანიაში. 2017 წელს შეირჩა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის მონაწილედ; აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობებისა (საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროში) და მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროებში („მერიოტ ინტერნეშენალი“, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი და სხვ). 2004 წლიდან იყო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2005 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანადებობაზე გადაინაცვლა, სადაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმატებულ, ანტიკორუფციულ რეფორმას ჩაუდგა სათავეში. მას აქვს არაერთი პროექტის მართვის გამოცდილება, რომლებიც დაფინანსებულია ისეთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: USAID, SIDA, NED და სხვ.

 „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ ტრენინგში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 12 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტატი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები