სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ ევგენი ზვიერიევის საჯარო ლექცია: ინტერპრეტაცია საჯარო და კერძო სამართალში

2017 წლის 19 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის (Kyiv-Mohyla Academy) წამყვანი ლექტორი, სამართლის დოქტორი, ევგენი ზვიერიევი, წაიკითხავს საჯარო ლექციას სამართლებრივი ინტერპრეტაციის საკითხებზე საჯარო და კერძო სამართალში.

სამართლებრივი ინტერპრეტაციის ტექნიკას იურისტები ყოველდღიურად იყენებენ საკანონმდებლო ტექსტების განმარტებისას. ლექციაზე განხილული იქნება სამართლებრივი ინტერპრეტაციის თეორიები, ფორმები, მიზნები, ასევე, კონსტიტუციური, საჯარო და კერძო სამართლის მეცნიერებათა მიდგომა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 19 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები