სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოკუმენტური ფილმის „ომი ევროპაში – უკრაინის ტრაგედია“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

დისკუსიები

7 აპრილს, 18:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი გიწვევთ დოკუმენტური ფილმის „ომი ევროპაში – უკრაინის ტრაგედია“ (War in Europe - Drama in Ukraine) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე

დისკუსია გაიმართება ონლაინ Zoom-ის ფორმატში.

დისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/yp7pfpef

დისკუსიამდე ნახეთ ფილმი.

პირველი ნაწილი: https://tinyurl.com/58ev8jp4

მეორე ნაწილი: https://tinyurl.com/mr8v33yw

2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ტერიტორიები „დამოუკიდებლად“ ცნო, ხოლო სამი დღის შემდეგ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

დოკუმენტური ფილმი წარმოგვიდგენს ომის მრავალპერსპექტიულ ხედვას ევროპას, აშშ-სა და რუსეთს შორის არსებულ პრობლემურ ურთიერთობაზე. უკრაინის საერთაშორისო ექსპერტებთან, პოლიტიკოსებსა და თავად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუები ასახავს უკრაინის კონფლიქტის ესკალაციას 2014-დან 2021 წლამდე.

დისკუსიაზე მიმოვიხილავთ რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიულ კონტექსტს და მომხსენებელთან ერთად ვეცდებით ვიმსჯელოთ იმ რეალობაზე, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო.

მომხსენებლი

  • ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მოდერატორი

  • სალომე ფხაკაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი

თარიღი: 7 აპრილი, 18:00 საათი

2022 წელი

 

 

 

 

ბანერები