სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისტანციური საჯარო ლექცია „ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები"

ღონისძიებები

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით 6 ივლისს, 11:30 საათზე, გიწვევთ დისტანციურ საჯარო ლექციაზე „ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები“.

ლექცია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/3na78u95

მომხსენებელთან ერთად ვისაუბრებთ უფლებადამცველთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე გაეროს ინსტრუმენტების მიხედვით, შესაბამის საქმეებსა და პრაქტიკაში სტანდარტების გამოყენების მაგალითებზე. ასევე მიმოვიხილავთ ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის საქმიანობას.

მომხსენებელი ქეთევან აბაშიძე – ადამიანის უფლებათა უფროსი ოფიცერი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში „ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი“. მუშაობს აღმოსავლეთ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, უფლებადამცველების დაცვასა და სტანდარტების გაუმჯობესებაზე. იქამდე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერაითსა" და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ადამიანის უფლებათა იურისტი და ექსპერტია ევროკავშირში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ევროკავშირის სამართლის მაგისტრატურა ევროპის კოლეჯში, ბელგიაში.


მოდერატორი თამარ გურჩიანი – ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი

 2021 წელი

ბანერები