სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისტანციური დისკუსია სერიალზე „მოახლე“

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ფილმის „მოახლე“ (Maid) ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y8yn3m8b

დისკუსიამდე კი ნახეთ სერიალი: https://tinyurl.com/2aeufryb

მომხსენებელი:

  • ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“; პროფესორი, ილიაუნის ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლა

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ნატო მირზაშვილი.

შეხვედრის შესახებ

სტეფანი ლენტის 2019 წლის ბესტსელერზე დაყრდნობით გადაღებული სერიალი მოგვითხრობს მარტოხელა დედაზე, რომელიც ბიუროკრატიის აურზაურში ეხვევა საკუთარი და შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. იმისათვის, რომ სიღარიბეს გაუძლოს, ალექსი მინიმალური ანაზღაურებით მოახლედ იწყებს მუშაობას. ქალის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ იგი პარტნიორის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.

  • რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორ ამოვიცნოთ და როგორ გავუმკლავდეთ მას?
  • რა სერვისები არსებობს ან უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებისთვის?
  • რა ფაქტორები ზრდის ფსიქოლოგიური ძალადობის რისკებს ინტიმურ პარტნიორებს შორის?

დრო: 27 ნოემბერი, 12:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა Zoom-ის საშუალებით

დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციით

2021 წელი

 

ბანერები