სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისკუსია თემაზე: „სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?"

ღონისძიებები

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად არსებული სისხლის სამართლებრივი გარანტიები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს.

სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის დისპოზიცია დანაშაულის გამოძიებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს აღჭურავს განუსაზღვრელი უფლებამოსილებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-შენახვა-გავრცელებაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგება გაავრცელონ ისეთ შემთხვევებზეც, როცა ბრალდებული პირები პირად მიმოწერებში მიღებული ვიდეოს შინაარსზე ინფორმირებულნი არ იყვნენ და არც მართლსაწინააღმდეგო განზრახვით მოქმედებდნენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი „ანი აროშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

25 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური დისკუსია თემაზე: „სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?"
მომხსენებელი, კონსტიტუციონალისტი გიორგი ჩიტიძე, ისაუბრებს პრობლემის არსსა და აქტუალობაზე, რის შემდეგაც იქნება სტუდენტებისა და დაინტერესებული პირთა შეხედულებების გაცნობა.

*„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

ღონისძიების მოდერატორი: სამართლის სკოლის მე-2 კურსის სტუდენტი მაია თოდუა.

ღონისძიების ორგანიზატორია კონსტიტუციური კვლევების ცენტრი.

დრო: 25 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A409 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები