სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისკუსია თემაზე: „პიროვნული უსაფრთხოება, სოციო-ეკონომიკური განვითარება საქართველოში“

ღონისძიებები

23 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით,  გაიმართება დისკუსია თემაზე: „პიროვნული უსაფრთხოება, სოციო-ეკონომიკური განვითარება საქართველოში“.

ღინისძიებას გახსნიან:

არჩილ ყარაულაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის მინისტრის პირველი მოადგილე
თორნიკე ნოზაძე - ამავე სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი

დისკუსიაში მონაწილეობენ:

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
კობა თურმანიძე - კავკასიის კვლევებისა და რესურსების ცენტრი
ჰანს გუტბროდი - Transparify, დირექტორი
ვლადიმერ პაპავა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მოდერატორი: გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

დისკუსია გაიმართება ევროპის კოლეჯის სტუდენტთა ყოველწლიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. ევროპის კოლეჯის 65 სტუდენტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურსა და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე - მიმდინარე რეფორმებს ეცნობა.

დრო: 23 მარტი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

ბანერები