სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისკუსია თემაზე : პერსონალურ მონაცემთა დაცვა

20 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია თემაზე: პერსონალურ მონაცემთა დაცვა. დისკუსიას გაუძღვებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის წარმომადგენლები. დისკუსიის შემდგომ გაიმართება სახალისო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით. სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ ჩამოტვირთონ ინსპექტორის აპარატის ახალი ინოვაციური მობილური აპლიკაცია inspect 2 და გაეცნონ მისი მუშაობის პრინციპებს. ღონისძიება გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის - „მაისის 26 დღე“ - ფარგლებში.

დრო: 20 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები