სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დისკუსია „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივა: ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსამდე”

ღონისძიებები

8 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივა: ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსამდე”.

ექსპერტებთან ერთად განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატით განსაზღვრული რეფორმების ჩატარების დინამიკა, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინის პირობებში, და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობათა განვითარების სცენარები.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, და გიგი გიგიაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, კარიერული დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ყოფილი ელჩი დანიაში.

მოდერატორი – ირაკლი ფორჩხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი

დისკუსია ეწყობა ილიაუნის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით პროექტ „აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგები და დაკავშირებული რეფორმების მონიტორინგის“ ფარგლებში, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტრანსფორმაციულ პროცესებში ევროკავშირის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

საქართველოში პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი უკრაინულ კვლევით ორგანიზაცია Ukrainian Prism-თან პარტნიორობითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 8 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები