სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დიმიტრი ძაგნიძისა და უჩა ძიმისტარიშვილის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

25 თებერვალს, 15:30 საათზე, ERASMUS+ პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორები – დიმიტრი ძაგნიძე და უჩა ძიმისტარიშვილი წაიკითხავენ  საჯარო ლექციას, რომელიც შეეხება შემდეგ თემებს:

  • მედიაციის საკანონმდებლო რეგულირება და სიახლეები საქართველოში;
  • მედიაციის შესახებ კანონის მიმოხილვა;
  • მედიაციის პრაქტიკული ასპექტები.

შეხვედრაზე სამართლის სკოლის წარმომადგენელი და პროექტის „MEDIATS“  კოორდინატორი სალომე გაგნიძე ისაუბრებს პროექტში სამართლის სკოლის ჩართულობასა და მის როლზე მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობაში.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" პროგრამის ფარგლებში ამ საჯარო ლექციაზე დასწრება შეფასდება 1%-ით.


დრო: 25 თებერვალი, 15:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები