სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დიალოგი საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ

სემინარები

ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ცხადდება უფასო სასერტიფიკატო ლექციათა ციკლი: „დიალოგი საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ“.

შეხვედრები გაიმართება 26-29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ონლაინ ზუმის პლატფორმის მეშვეობით და გაგრძელდება დაახლოებით 1 სთ.

ლექციებს გაუძღვებიან პროექტის საერთაშორისო ექსპერტები.

მინიმუმ 3 ლექციაზე დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია https://forms.gle/xrQGRY2NnvRqVjqG6

რეგისტრაცია დასრულდება 25 ოქტომბერს, ორშაბათს, 17:00 საათზე.

ლექციების განრიგი:

  • 26 ოქტომბერი – ტიბორ დრაშკოვიჩი – საჯარო მმართველობის რეფორმა, როგორც ყველა რეფორმის „მშობელი“;
  • 27 ოქტომბერი – ჰენდრიკუს ვან ბოქსმეერი – ალგორითმული გადაწყვეტილების მიღების სისტემების კეთილსინდისიერება, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საჯარო სექტორში;
  • 28 ოქტომბერი – ვოიჩექ ზიელინსკი – საჯარო სამსახურის რეფორმის ასპექტები და გამოწვევები;
  • 29 ოქტომბერი – მარკ ვან დენ მუიზენბერგი – მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების რთული სამყარო: პრაქტიკა და თეორია.

დრო: 26-29 ოქტომბერი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

ბანერები