სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დებატები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთათვის

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA თბილისში, ატარებს პროექტს, დებატებს, თემაზე- ერთსქესიანი ქორწინება. პროექტში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ სურვილი გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ დებატებში, უნდა ჩამოაყალიბოთ 3 კაციანი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებით.
შემდეგ თქვენი გუნდი დაარეგისტრიროთ შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dGd3d1R6ZVZzajNzNmhuWVpFVUtwekE6MQ

დარეგისტრირებულ გუნდებს მოუწევთ  შერჩევის შემდეგი ეტაპების გავლა
სააპლიკაციო ფორმების შერჩევის ბოლო ვადა არის 16 თებერვალი
გასაუბრება 18 თებერვალი
ტრნინიგი 20 თბევრლი
დებატები 23 თებერვალი.
პროექტის მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. თითოეული გუნდი შედგება სამი მონაწილესაგან.
 
პირველ ეტაპი - თითოეული უნივერსიტეტიდან შერჩეული იქნება განსაზღვრული რაოდენობის გუნდები.
 
მეორე ეტაპი - შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ყველა უნივერსიტეტიდან გამარჯვებული გუნდები.
 
მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ შერჩეულ იქნება 8 საუკეთესო გუნდი, (სადაც თითოეული უნივერსიტეტი წარმოდგენილი იქნება გუნდის სახით), რომელიც ითამაშებს უნივერსიტებსშორის ტურნირს. რის შემდეგაც, გამოვლინდება საპრიზო ადგილის (პირველი, მეორე, მესამე) მფლობელი გუნდები, რომლებსაც გადაეცემათ სერთიფიკატები და წამახალისებელი პრიზები.

შიდასაუნივერსიტეტო დებატების საკამათო თემა იქნება ერთსქესიანთა ქორწინება,ხოლო მეორე ეტაპისთვის (უნივერსიტეტებსშორის ტურნირის) საკამათო თემა იქნება სუროგაციის ინსტიტუტი.

პროექტში მონაწილეობა ელსას წევრებისთვის არის უფასო,ხოლო არაელსელებისთვის პროექტში მონაწილეობის საფასურს შეადგენს 10 ლარი (გუნდურად).

დამატებითი ინფორმაციისათვის : დაუკავშირდით  557313903; 557378754; ან მოგვწეთ vpaa.tbilisi@elsa.ge ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს ა 402 ოთახში საკონტაქტო პირი მარიამ გიორგობიანი.

ბანერები